სტუ
03/04/2024

3 აპრილს, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორები, დარგის პოპულარიზაციის მიზნით, კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟმში წარიმართა. მოსწავლეებს კითხვებს პროფესორებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს ქიმიის საბაკალავრო პროგრამა და გაცვლითი პროგრამების შესახებაც ესაუბრნენ, ასევე, თუ რა როლი ეკისრება ქიმიის დარგს ქვეყნის განვითარებისთვის.

შეხვედრის შემდეგ, აბიტურიენტებმა პროფესორების დახმარებით ქიმიის ლაბორატორიებში ცდები ჩაატარეს. ისინი, ასევე, აქტიურად და დიდი ხალისით ჩაერთნენ ვირტუალური ლაბორატორიების სამუშაოებში.


სიახლეებში დაბრუნება