სტუ
28/03/2024

28 მარტს, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი ქ. თბილისის 221-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაზეც მოსწავლეებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს. ამასთანავე, ახალგაზრდებმა ქიმიის ლაბორატორიები ინტერესით დაათვალიერეს და სახალისო ცდებიც ჩაატარეს.

შეხვედრის დასასრულს, მასპინძლებმა აბიტურიენტებს სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.


სიახლეებში დაბრუნება