სტუ
20/03/2024

20 მარტს, სტუ-ის ქიმიური ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, დიმიტრი ერისთავი და ასოცირებული პროფესორი მაია ქავთარაძე ქ. თბილისის კერძო სკოლა “ათინათის” მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ და საბაკალავრო პროგრამის “გარემოსდაცვითი ინჟინერია" შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრა თბილ და საქმიან ვითარებაში გაიმართა. პრეზენტაცია ახალგაზრდებისთვის საინტერესო და ინფორმაციული იყო, რის შემდეგადაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ასევე, მოსწავლეებს გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ, რაზეც სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს.

პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა და ასოცირებულმა პროფესორმა მაია ქავთარაძემ ახალგაზრდებს სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.


სიახლეებში დაბრუნება