სტუ
19/03/2024

19 მარტს, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს თბილისის 54-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მოსწავლეებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს. გარდა ამისა, აბიტურიენტებს   ლაბორატორიები დაათვალიერებინეს და ფაკულტეტზე არსებული დარგების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, აბიტურიენტებს   ქიმიისა და მასალათმცოდნეობის ლაბორატორიებში გარკვეული ცდები ჩაატარებინეს.

ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.


სიახლეებში დაბრუნება