სტუ
12/03/2024

12 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში - „მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები იდეიდან დანერგვამდე 2023“ მუშაობაში.

ღონისძიება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

გარდა ამისა, კონფერენცია სამუშაო ფორმატით ითვალისწინებდა სკოლა სემინარს „ინოვაციები-იდეიდან დანერგვამდე“, რომელშიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სეზონური სკოლა „ინოვაციები-იდეიდან დანერგვამდე“ ითვალისწინებდა სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მომზადებულია დარგთაშორისი კვლევის მეთოდების ათვისებისა და კვლევების შედეგების კომერციალიზაციის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ გურეშიძე, რომან არმეგონაშვილი, ინგა ნოზაძე, მარიამ ქანთარია, ნანა ბოგულოვი, ნოდარ კალანდია, მარი გიორგაძე, კარინა შენგელია, ვასილ ჯოლბორდი, მზია გოგიაშვილი, მარიამ გელაშვილი, რომელთაც შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.


სიახლეებში დაბრუნება