სტუ
18/04/2024

სასტუმრო „ბაკურიანი ინნი“ უმაღლესი და ტექნიკური სასწავლებლების, სასტუმრო საქმის სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს გაიარონ სეზონური ანაზღაურებადი პრაქტიკული სწავლება სასტუმროს ყველა დეპარტამენტში.

პრაქტიკული სწავლების პერიოდი ორ პერიოდს მოიცავს. ზაფხულის სეზონი 15 ივნისიდან იწყება 1 სექტემბრამდე გაგრძელდება, ზამთრის სეზონი კი, 15 დეკემბრიდან დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის დაწყებიდან ერთი კვირა დაეთმობა სასტუმროს გაცნობას ( სასტუმროს განყოფილებების, შინაგანაწესის, შიდა პოლიტიკის და საცხოვრებელი პოლიტიკის გაცნობა), ხოლო შემდგომ სტაჟირების ხელშეკრულება გაფორმდება.

პრაქტიკანტების მიმღები განყოფილებებია:

  1. მიღება-განთავსების დეპარტამენტი
  2. კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
  3. სამზარეულო / საკონდიტრო (უმაღლესი სასწავლებლებისათვის მე-3 კურსიდან)
  4. დასუფთავების განყოფილება
  5. HR განყოფილება

სასტუმრო სთავაზობს სტუდენტებს:

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • ორჯერადი კვება
  • მოქნილი გრაფიკი 4 სამუშაო დღე / 4 დასვენების დღე ან 5/2 სამუშაო კვირა.(დამოკიდებულია დეპარტამენტის მუშაობის სპეციპიკაზე)
  • სამუშაო საათები განისაზღვრება კანონით გათვალისწინებულ თვის ნორმაზე.
  • ზეგანაკვეთური სამუშაო საათები იქნება ანაზღაურებული სასტუმროს შიდა პოლიტიკის მიხედვით
  • ანაზღაურება - პოზიციის ანაზღაურების 50%
  • პრაქტიკის დასრულებისთანავე გაიცემა სერტიფიკატი

*სასტუმრო „ბაკურიანი ინნის“ ხელმძღვანებლობა იტოვებს უფლებას, სამართლებლივ უარი უთხრას პრაქტიკანტს, თუ მის მიერ იქნება დარღვეული სასტუმროს შიდა წესები.

30 აპრილამდე, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ-ის“ ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის ითხოვს, სტუდენტების სიას და იმ დეპარტამენტების ნუსხას, სადაც სურვილის შემთხვევაში, სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან.

საკონტაქტო პირი: დიანა ჯამბაზიშვილი.

e-mail: hroutsource24@gmail.comMob: 591701912

„ინნ ჰოსფითალითი“ საერთაშირისო სტანდარტების მქონე სასტუმროების ქსელი საქართველოში ოთხ სასტუმროს მოიცავს:

„ბაკურიანი ინნს“, „გუდაური ინნს“, „ახალციხე ინნს“ და „როიალ ინნს“.

ოთხივე სასტუმრო განსხვავებული კონცეფციისაა და სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობს.

კომპანიის მიზანია, „ინნ ჰოსფითალითის“

ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ სასტუმროებში ტურისტებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება დახვდეთ.


სიახლეებში დაბრუნება