სტუ
12/03/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის საგაზაფხულო სესიისთვის მზადება იწყება.  

ცენტრის მსმენელად დარეგისტრირება და სწავლა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის 9 - 12 კლასების მოსწავლეს.

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა.

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის მისიაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის მეწარმეობაზე და ლიდერობაზე ცოდნის სისტემური ფორმით გადაცემა და ამ გზით მყარი წარმოდგენების შექმნა პიროვნების მომავალ პროფესიაზე. ამასთანავე, ცენტრის წარმომადგენლების სურვილია, რომ ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორი და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ.

 

ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალი , კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული ახალი საქმიანი თაობის ჩამოყალიბებას, თითოეულ მოზარდს დაეხმაროს შექმნას საკუთარი წარმატების ისტორია.

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელს სერტიფიკატი გადაეცემა.

 

ცენტრის საგაზაფხულო სესია დაიწყება 30 მარტს და 11 მაისს დასრულდება. ექვსკვირიანი ტრენინგები შაბათობით-2 აკადემიური საათის განმავლობაში ჩატარდება.

 

ცენტრში დარეგისტრირება და სწავლა უფასოა.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 25 მარტამდე, ბმულზე.

საშუალო სკოლების მიერ, სესიაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფური სარეგისტრაციო თხოვნა შესაძლებელია გამოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: m.mikelashvili@gtu.ge



სიახლეებში დაბრუნება