სტუ
18/12/2023

მინდა ავღნიშნო, რომ უკვე მეოთხე  წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ვამაყობ ამით, რადგან უამრავი სასარგებლო რამ, მასწავლა და მომცა ჩემმა უნივერსიტეტმა.

მნიშვნელოვანია, გონივრულად იყენებდე აქ გატარებულ დროს, რაც უნივერსიტეტის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

მადლობას ვუხდი კვალიფიციურ და თავიანთ საქმეზე შეყვარებულ ლექტორებს, რომლებიც ხარისხიანი განათლების მისაღებად  შესანიშნავ საგანმანათლებლო პროგრამებს გვთავაზობენ.   განსაკუთრებული მადლობა   ფაკულტეტის ადმინისტრაციას და დეკანს, რომელიც მუდმივად მზად არის  დახმარების ხელი გაუწოდოს სტუდენტს, რომლის მხარდაჭერაც დისტანციური სწავლების პროცესში განსაკუთრებული იყო.

გასული წლების განმავლობაში ყოველთვის ვიყავი სახელმწიფოს სტიპენდიანთა  სიაში, ჩემი შრომა და პასუხისმგებლობა  სწავლების მიმართ  ფაკულტეტმა დამიფასა და დამენიშნა ფალულტეტის კერძოდ    -  "ნიკო ნიკოლაძის"  სახელობითი სტიპენდია, ასევე  რეკომენდაცია გამიწიეს საქართველოში არსებულ  სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებთან და მათ შორის ერთერთმა -„საქართველოს ბანკმა“ ერთი წლის სწავლის საფასური დამიფინანსა, ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი  მოტივაცია, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

თამამად შემიძლია ვთქვა , რომ უნივერსიტეტმა საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დამეხმარა, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს შრომის ბაზარზე   ჩემს კონკურენტუნარიანობაზე.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩემში და ყველა სხვა სტუდენტის მიმართ ჩადებული ინვესტიციისთვის,  რომელიც  პირველ რიგში, ჩვენს პროფესიულ წარმატებას, საბოლოოდ კი, ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლერებას ხელს შეუწყობს.

კობა პაკსაძე.

 


სიახლეებში დაბრუნება