სტუ
27/10/2020

ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას, რომელიც 2021 წლის 18 იანვრიდან 9 აპრილამდე გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 კვირიდან 12 კვირამდეა.

როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული აკადემიური პერსონალი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩანდიგარის უნივერსიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ინდოეთში ტრანსპორტირებით და საცხოვრებელით, თუმცა მიმღები უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს თვითმფრინავის ბილეთებსა ან ნებისმიერი სახით ფულად გასამრჯელოს.

  პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

  • სასტუმროში განთავსებას
  • ტრანსფერს აეროპორტიდან
  • მასპინძლობას და კვებას (საუზმე, ლანჩი, სადილი)
  • კულტურულ ექსკურსიას ქალაქის გარშემო
  • ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომას
ჩანდიგარის უნივერსიტეტი, ასევე, სთავაზობს ერთობლივი კვლევების შესაძლებლობას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ თავინთი პროფილი/CV და სამოტივაციო წერილი სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221).

შერჩეულ კანდიდატებს ინდური მხარის მიერ პასუხი ეცნობებათ 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


სიახლეებში დაბრუნება