სტუ
22/10/2020

გამოცხადდა კონკურსი ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიების პროგრამაზე - 2021.

საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით (მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არა უგვიანეს ნოემბრის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას).
 
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-იდან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვით), შემდეგი მიმართულებით:

მაგისტრანტებისთვის
- სამართალი;
- ეკონომიკა და მართვა;
- პოლიტიკური მეცნიერებები;
- საინჟინრო მეცნიერებები, 

დოქტორანტებისთვის 
- საინჟინრო მეცნიერებები;
- ზუსტი მეცნიერებები;
- მათემატიკა;
- ფიზიკა;
- ნანო- და ბიოტოქნოლოგიები;
- დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
- ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
- ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.

დეტალური ინფორმაცია და პროგრამის დეტალური აღწერა იხილეთ აქ.


სიახლეებში დაბრუნება