სტუ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრე იყო. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი მყარად ინარჩუნებდა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოწინავე პოზიციებს. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო ბატონი ალეკო ცინცაძე, 2005-2006 წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი, ხოლო 2007 წელს ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე არჩეული იქნა ქალბატონი რუსუდან ქუთათელაძე. კონცეფცია, რასაც დაეფუძნა ფაკულტეტი, თავის დროზე ნოვაციური იყო, რადგან მთლიანად ორიენტირებული იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის მოთხოვნაზე

 

       სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის #1987 დადგენილებით ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სამი ფაკულტეტი:

  1. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;

  2. საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

  3. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანად არჩეული იქნა პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახორციელებს სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.