Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (მე-4 განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi - TUIASI) (იასი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით, მეოთხედ აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.05.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 14 მაისმდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 15 მაისს.

იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სამშენებლო მომსახურების ფაკულტეტზე. პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, ადმინისტრაციული მობილობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობას, რომლის საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო პროექტების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფას. იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე საგაზაფხულო სემესტრის მაისის ბოლოს ან 24-28 ივნისს, ადმინისტრაციული მობილობისთვის შესაძლებელია 8-12 ივლისიც.

მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: სამშენებლო, გარემოს დაცვა.

02/05/2024

სიახლეებში დაბრუნება